მკვლელობა გაგრაში და გატაცება შიდა ქართლში - ოკუპანტების სისასტიკე გრძელდება

გაგრის ტყეში საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს. აფხაზურმა პოლიციამ ცხედრის იდენტიფიცირება ჯიბეში ნაპოვნი საბუთებით შეძლო. გარდაცვლილი 33წლის ჯეირან მარღანიაა.
ტაქსის მძღოლი გალიდან გაგრაში სამუშაოდ იყო წასული. კაცი დაცხრილულია. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ცხრა ჭრილობა აღენიშნება.
მკვლელობის მოტივი ფულია. სისხლიანი გარჩევის უკან აფხაზი და სომეხი დგანან. ამ დროისათვის ორივე დაკავებულია.
ოკუპანტები არც არც შიდა ქართლში ჩერდებიან. დვანიდან ორი მწყემსი გაიტაცეს. საქართველოს მოქალაქეებს დეფაქტო რეჟიმი სავარუდოდ ე.წ საზღვრის კვეთას ედავება. მწყემსები იმ დროს აიყვანეს, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასული საქონლის გამორეკვას ცდილობდნენ.
ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება, მათ შორისაა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.