პროტესტის მონაწილე დედებს პოლიციამ წვიმისგან დასაცავად გაშლილი ცელოფნები ჩამოუხსნა

იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს დაუშალეს კონსტრუქცია, რითაც წვიმას ეფარებოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის ღობეზე დამაგრებული ცელოფანი პოლიციამ ჩამოხსნა. ძირს დაყარეს ტრასნსფარანტებიც, რომელზეც იყო წარწერა "წამალი ბავშვებს".
დედებს აუკრძალეს კარვის გაშლაც, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ განმარტავენ, რომელი კანონი ირღვევა კარვის გაშლით.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტის მე-14 ღამე დგება. მშობლები პრემიერისგან საბოლოო პასუხს ელოდებიან - დააფინანსებს თუ არა ხელისუფლება აქონდროპლაზიიის დიაგნოზის მქონე მოზარდებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტს.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.