"ოცნებამ" აქციაზე ადმინისტრაციული რესურსი და პარტიული აქტივი გაიყვანა - რა ხდება ადგილზე
სახელისუფლებო და ანტიდასავლური აქცია ქალაქის ცენტრში - რესპუბლიკის გამზირზე მშვიდობას, სარწმუნოების დაცვას და "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვას ითხოვენ. შეკრებილების მთავარი სამიზნე ელჩი - კელი დეგნანია.
"ქართულმა ოცნებამ" თბილისში უცნობის აქციაზე ადმინისტრაციული რესურსი და პარტიული აქტივი გამოიყვანა. ხალხი მიკროავტობუსებით რეგიონებიდანაც ჩამოიყვანეს. რესპუბლიკის მოედანზეა უცნობი, თუმცა გია გაჩეჩილაძე ჯერ სცენაზე არ ასულა.
რამდენიმე წუთის აქციაზე "პირველებმა" ფულის გადაცემის ფაქტები გადაიღო. კადრში ჩანს, როგორ აძლევს ახალგაზრდა კაცი მეორე მამაკაცს სხვადასხვა კუპიურებს. "პირველებმა" აქციის მონაწილეებს ჰკითხა, რისთვის გადასცემდნენ ფულს, რაზეც ერთ-ერთმა უპასუხა, რომ კუპიურები უბრალოდ დასველდა და შესანახად მეგობარს გადასცა.
"პირველებმა" აქციის ორგანიზატორთან, გია გაჩეჩილაძესთან გასაუბრება სცადა, თუმცა მან კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.