"პირველებმა" "უცნობის" აქციაზე ფულის გადაცემის ფაქტი გადაიღო

რესპუბლიკის მოედანზე ამ წუთებში "უცნობის" აქცია იმართება. "ოცნებას" ადგილზე პარტიული აქტივი და ადმინისტრაციული რესურსი ჰყავს მიყვანილი.
რამდენიმე წუთის წინ "პირველებმა" ფულის გადაცემის ფაქტები გადაიღო. კადრში ჩანს, როგორ აძლევს ახალგაზრდა კაცი მეორე მამაკაცს სხვადასხვა კუპიურებს. "პირველებმა" აქციის მონაწილეებს ჰკითხა, რისთვის გადასცემდნენ ფულს, რაზეც ერთ-ერთმა უპასუხა, რომ კუპიურები უბრალოდ დასველდა და შესანახად მეგობარს გადასცა.