ხმაური ზუგდიდის ბაზართან - მოვაჭრეებს ტერიტორია გადაკეტილი აქვთ და აქციას მმართავენ
ხმაურია ამ წუთებში ზუგდიდის ბაზართან - მოვაჭრეებს ტერიტორია აქვთ გადაკეტილი და აქციას მმართავენ. თვითდასაქმებულები მერიის იმ მაღალჩინოსნებთან ითხოვენ შეხვედრას, რომელთა ვალდებულებაცაა გარევაჭრობის აკრძალვა.
ეს ის მოქალაქეები არიან, ვინც უშუალოდ ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე მუშაობს, ადგილზე შეკრებილების მტკიცებით, მათ ხელს გარემოვაჭრეები უშლიან.
აქციის მონაწილეებს ცენტრალური სამანქანე გზის გადაკეტვაც უნდოდათ, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.