დედები პრემიერის გადაწყვეტილების მოლოდინში - კანცელარისთან აქცია გრძელდება
ყიდულობს თუ არა ხელისუფლება აქონდროპლაზიის სამკურნალო წამალს? - მთავრობის კანცელარიასთან დედების პროტესტი გძრელდება. დღეს მთავრობის სხდომაა ჩანიშნული, ამიტომ მშობლებს იმედი აქვთ, რომ პრემიერი მათ სანუგაშო სიტყვას ეტყვის.
კახეთიდან ჩამოვედით. ბარბარე უკვე 7 წლის არის და დღითიდღე უარესდება მისი სუნთქვის პრობლემა. რამე ბევრჯერ გამიღვიძებია იმის შიშით, რომ ვეღარ ამოისუნთქებდა და ძალიან რთულია მშობლისთის... ყოველ ღამე თითქმის ღამის გათევა უწევს ბავშვს,რომ სუნთქვის პრობლემა არ შეექმნას და არ დამტავრდეს ფატალურად. ეს მედიკამენტი აუცილებელია ჩემი შვილისთვის, რომ უკეთესად იცხოვროს და უკეთესად ისუნთქოს, - ამბობს ერთ-ერთი ბავშის დედა ნინო სარაშვილი.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უკვე მე-14 დღეა ღამეს კანცელარიასთან ათევენ.