ლაზარეს ადვოკატების შუამდგომლობა: გირაო 20 ათასი ლარი პატიმრობიდან გაათავისუფლების სანაცვლოდ

01.05.23 13:55
ლაზარეს ადვოკატების შუამდგომლობა: გირაო 20 ათასი ლარი პატიმრობიდან გაათავისუფლების სანაცვლოდ

20 ათასი ლარი, ეს ის თანხაა, რომელსაც დღეს ადვოკატი მოსამართლეს შესთავაზებს, რომ ლაზარე პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს. თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეზე არსებით განხილვას 17:00 საათზე იწყებს.

ადვოკატი ლიკა ბითაძე ამბობს, რომ 21 წლის ახალგაზრდის მიმართ ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოტანა უსამართლობაა: 

"საქმის მასალებში გვაქვს განჩინებები, სადაც აღმკვეთი ღონისძიების სახით ამავე ფაქტზე, წარედგინათ სხვა პირებს ბრალი და აბსოლუტურად სამივე პირი, ყველა არის ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების ქვეშ გირაოთი გაშვებული. რით გაარჩიეს ლაზარე გრიგორიადისი? რატომ არის პატიმრობაში? რატომ არიან დანარჩენი პირები ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების ქვეშ გირაოთი 2000-3000 ლარის ოდენობით?! ეს არის უსამართლობა. ჩვენი მხრიდან გირაოს მოთხოვნაა 20 ათასი ლარი. მოწმეები არიან მხოლოდ პოლიციელები და ახლა პოლიციელებზე. რომ ზეგავლენას იქონიებს ბრალდებული ეს არის აბსურდული საფრთხე და სრულიად უსაფუძვლო თუ ბრალდება ამას დაასაბუთებს. აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ლაზარე სასამართლოს აუცილებლად დაუფიქსირებს თავის პოზიციას და მიმართავს მოსამართლეს" - ამბობს ადვოკატი ლიკა ბითაძე.

პარალელურად ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი დარბაზი იქნება, იქაც რუსული კანონის მოწინააღმდეგე თორნიკე აკოფაშვილის საქმეზე იმსჯელებენ. თორნიკე უნდობლობას უცხადებს სასამართლოს და ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

"რა თქმა უნდა არ ვენდობით, ყველამ კარგად იცის, როგორც აქვთ სახელი გაფუჭებული და სანქცირებული რადგან არიან. მოლოდინი არ ვიცი, ნებისმიერი შედეგი, რაც არ უნდა დადგეს ყველაფრისთვის მზად ვარ მე პირადად, სადაც არ უნდა ვიყო ვიბრძოლებ, ნებისმიერი სახით, გზით" - თქვა 7-9 მარტის აქციების მონაწილე, თორნიკე აკოფაშვილი.

ცნობილი ხდება, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარეს 11 წლამდე პატიმრობა, თორნიკეს კი შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები