აუცილებლად ვიღაც უნდა მოკვდეს? - აქონდროპლაზიის მქონე ბავშის დედის ემოციური მიმართვა
"რატომ ტირით ტელევიზორებიდან აქ მოდით და გვერდში დაგვიდექით" - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვები დახმარებას ითხოვენ.
კანცელარიასთან შეკრებილები ამბობენ, რომ მათ საზოგადოების მხრადჭერა სჭირდებათ
მოეგეთ გონს, ნუ გვტანჯავთ, რას ითხოვთ მაინტერესებს? აუცილებლად ვიღაც უნდა მოკვდეს? ხალხო ჩვენ ახლა ნორმალურ მდგომარეობაში ვართ? რომ მერე გამოვიდეს მთელი საქართველო? რატომ ვართ ცოტა? სად არიან დედები? სად არიან მამები? ამაზე დიდი ტანჯვა რა არსებობს, დღეს თუ ჩვენ დავმარცხდით და ჩვენი შვილები, კი ბატონო ავიკრავთ გუდანაბადს წავალთ, მთელი საქართველო წახვალთ საზღვარგარეთ? რატომ არ ხართ ჩვენთან ერთად? რატომ ტირით ტელევიზორებიდან აქ მოდით და გვერდში დაგვიდექით" - ამბობს აქციის მონაწილე მშობელი.