ურანი 2 მილიონ დოლარად - ვინ არის დაკავებული?
საიდან ჰქონდა სოციალურად დაუცველს ორი მილიონი დოლარის ღირებულების ბირთვული მასალა - დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც სუს-მა ფოთის ტყეში აიყვანა.
52 წლამდე მამაკაცი განსაკუთრებული საჭიროების მქონეა. არსებობს ეჭვი, რომ ჩხოროწყუს მკვიდრს, ილია ბელქანიას დიდი ალბათობით სოციალურად დაუცველის ურანით მოვაჭრეები არალეგალური საქმიანობისთვის იყენებდნენ.
მთავარი კითხვაა გავა თუ არა გამოძიება რადიაქტიული ნივთიერებებით მოვაჭრეების კვალზე.
"არაფერი არ ვიცით, დღე და ღამე ვტირით, შშმ პირია. სად არის, მოკლეს თუ არა, როგორ არის არავის აცნობეს. ჩემი მეუღლე, წავიდა ახლა რაიონში პოლიციაში და არ ვიცი მოიტანს ამბავს ალბათ"- აცხადებს დაკავებულის დედა.
მისი თქმით, ჩხრეკა მათ საცხოვრებელ სახლშიც ჩატარდა, თუმცა პოლიციამ კანონსაწინააღმდეგო არაფერი იპოვა:
ჩხრეკაზე, რომ მოვიდნენ ისინი იძახოდნენ, ფოთში არის დაკავებულიო არ ვიცით. რაღაცა საქონელი უნახესო და იმიტომ არის დაკავებულიო. უნდა გავაკეთოო რაღაცა, რომ ჩემი ჯანმრთელობა დავაყენო ფეხზეო, ამას იძახოდა სულ და არ ვიცი" - აღნიშნავს დაკავებულის მშობელი.