პრემიერო, გამოდი! დამცირებულები ვართ! - ღარიბაშვილი პროტესტის მონაწილე დედებს ისევ არ შეხვდა

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები ისევ ღია ცის ქვეშ დგანან და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. ირაკლი ღარიბაშვილი სამსახურშია, ის დღეს მინისტრებს შეხვდა, მაგრამ პროტესტის მონაწილე მშბლებისთვის დრო ვერ გამონახა.
დედები პრემიერს რუპორით ქუჩიდან ესაუბრებოდნენ და მათთნ გასვლას სთხოვდნენ.
რეზოლუცია დაარტყით, რომ აი, ამ თვეში შემოვიტანთ წამალს! პრემიერო, ისე ნუ გაფრინდები, რომ ისევ უყურადღებოდ დაგვტოვო. ჩემი შვილი დღეს თქვენს გადაწყვეტილებას ელოდება, ბავში სკოლაშ ისეთი განერვიულებული წავიდა. ნუთუ კიდევ მიგვატოვებ, პრემიერო? პრემიერო, გამოდი, მშობლებს დაენახე! – ეუბნებოდნენ დედები ღარიბაშვილს.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე კი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან დამცირებულიდ ა შეურაცხყოფილია.
გაბრაზებული არ ვარ! დამცირებული ვარ, შეურაცხყოფილი ვარ! როგორ შეიძლება განცახდება არ გააკეთოს პრემიერმა. როგორ შეიძლება არ მოუსმინოს დედებს?! მთელი კვირა ქუჩაში ვეყარეთ იმის იმედით, რომ პრემიერი განცხადებას გააკეთებდა. ბავშები გისმენენ, პრემიერ-მინისტრო, რომელიც უარყო ჯანდაცვამ. დედებს მოუსმინეთ, იმ დიდ ქვენებს მოუსმინეთ! გაბუნიას ნუ უსმენთ და ჯანდაცვის მინისტრს!, - ამბობს მოქალაქე.