თავისუფლება ლაზარეს - სამოქალაქო სასამართლოსთან შვილების თაობის მხარდამჭერი აქცია დაიწყო

01.05.23 16:57
თავისუფლება ლაზარეს - სამოქალაქო სასამართლოსთან შვილების თაობის მხარდამჭერი აქცია დაიწყო

სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მესამე სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები იმყოფებიან.

პროცესზე შვილების თაობის წარმომადგენელი უკვე მიიყვანეს. ადვოკატები, პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვენ.

"არანაირი იმედი არ მაქვს, ამ სასამართლოსი. ძალიან კარგად ვიცით, რომ სასამართლო არის სანქცირებული. ეს სასამართლო არის დაკომპლექტებული კლანის მიერ. ამიტომ რა იმედი უნდა მქონდეს ხალხო, ერთი იმედი მაქვს, ხალხის ხმა დააფიქრებს მოსამართლეს გამოიტანოს თუ არა ის განაჩენი, რასაც ზემოდან კარნახობს მთავრობა" - ამბობს ლაზარეს მამა.

მსგავსი სიახლეები