ლაზარე გრიგორიადისი სასამარათლოშია - რას იზამს მოსამართლე?
რამდენიმე წუთის წინ საბადრაგო სამსახურმა ლაზარე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიყვანა. რუსული კანონის გაპროტესტებისთვის დაკავებული ახალგაზრდის საქმეზე მოსამართლე არსებით განხილვას იწყებს.
ადვოკატი შუამდგომლობის დასაყენებლად ემზადება. დაცვის მხარე სასამართლოს ოცი ათას ლარიან გირაოს სთავაზობს პატიმრობის ნაცვლად.
"ბრალდების მხარეს აქვს მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები, მეტი პირდაპირი მტკიცებულება, რაც იქნებოდა სარწმუნო, ხაზს ვუსვამ სარწმუნო, მათ არ გააჩნიათ. რაც შეეხება აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვების საფუძველს, საერთოდ არ აქვს მოსამართლეს დღეს, რასაც დაცვის მხარე სრულიად დასაბუთებულად დაასაბუთებს და არგუმენტირებულად. იმედია სასამართლო გაიზიარებს" - განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.