ხელისუფლების მთავარ მიზანს ხალხის დაშინება წარმოადგენს - თორნიკე აკოფაშვილი
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს პროცესთან პარალელურად ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი დარბაზია. იქაც რუსული კანონის მოწინააღმდეგე თორნიკე აკოფაშვილის საქმეზე მსჯელობენ.
პროცესში შესვლამდე 7-8 მარტის აქციების მონაწილე ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანი ახალგაზრდების დაშინებაა:
"ჩემი გაქნეული რეზინი, რაც თავდაცვისთვის და ხალხის დაცვისთვის მქონდა აღებული, ხვდება უბრალოდ ფარს და მეტი არაფერი და არა ის, რომ რაღაც კისრის და თავის დაზიანება მიიღო. კიდევ ერთხელ ჩანს ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რომ ხალხის გაჩერება უნდათ" - ამბობს თორნიკე აკოფაშვილი.