ლაზარე სწრაფად უნდა გათავისუფლდეს, ის ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის იბრძოდა - ჯაფარიძე
ლაზარე გრიგორიადისი რაც შეიძლება სწრაფად არის გასათავისუფლებელი, უნდა გაითვალისწინონ პოლიტიკური კონტექსტი. ეს ადამიანი ამ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის იბრძოდა, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.
მისი თქმით, ბრძოლა გასაგრძელებელია:
"ლაზარეს სასამართლო, არის ჩემი პრინციპული პოზიცია, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდეს და რაც შეიძლება სწრაფად. ამ ადამიანის ციხეში გაშვება არ შეიძლება არცერთ შემთხვევაში. თუ ამას ჩვენ დავუშვებთ ეგ ნიშნავს, რომ 8, 9, 10 მარტს გარეთ ტყუილად ვიდექით, ამიტომ მგონია პრინციპული, რომ მოვიდეთ და მხარი დავუჭიროთ. ლაზარეს გასათავისუფლებლად ბრძოლა არის გასაგრძელებელი მანამ, სანამ ეს ახალგაზრდა არ გამოვა გარეთ" - ზურაბ ჯაფარიძე.