ჟურნალისტზე მოძალადე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცეს - ლევან ხებეიშვილი

01.05.23 17:55
ჟურნალისტზე მოძალადე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცეს - ლევან ხებეიშვილი

"ენმ"-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, "შაბათის ეთერის" გამომძიებელ-ჟურნალისტზე განხორციელებულ ძალადობაზე კომენტარს აკეთებს. 

მისი თქმით, ღარიბაშვილის გარემოცვის წევრები  სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. 

"არანაირი მოკვლევა არ სჭირდება იმას, რაც მაკა ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ განხორციელდა, პირდაპირ ეთერში ვნახეთ ყველამ, შესაბამისად მოკვლევა კი არა ეს ადამიანი უნდა იყოს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა, თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება არის სამართლებრივი არგუმენტი იმის, რომ ეს ადამიანი იყოს დაკავებული" - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში "ტვ პირველის" ჟურნალისტი 2 საათზე მეტია იმყოფება. მაკა ანდრონიკაშვილი ჩვენებას ირაკლი ღარიბაშვილის მამის ბიზნესპარტნიორების მხრიდან განხორციელებულ თავდასხმაზე  მისცემს. საქმე ეხება დედოფლისწყაროში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც პრემიერის მამის ახლო გარემოცვა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. 

შეგახსენებთ, რომ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საბაბი  ღარიბაშვილის  გარემოცვისთვის ის დოკუმენტები გახდა, რომელიც "ტვ პირველის"  ჟურნალისტებმა მოიპოვეს.  

 

მსგავსი სიახლეები