თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - კაციტაძის უწყებამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტისა და მისი ოპერატორის წინააღმდეგ ძალადობა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა და აპარატურის დაზიანება კოკა კაციტაძის უწყებამ გავრცელებულ კადრებშიი ვერ დაინახა. საგამოძიებო სამსახური დაზარალებული ჟურნალისტის მიერ მოყოლილ ძალადობის ქრონოლოგიას დღეს სამი საათი ისმენდა, თუმცა საქმე მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით აღძრეს.
ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ პრემიერის ბიზნესპარტნიორობა ქვეყანაში, ფაქტობრივად, იმუნიტეტია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, "ოცნება" ჟურნალისტების წინააღმეგ ძალადობას ახალისებს.
ვრცლად ნახეთ ანა მივანის რეპორტაჟში.