52 წლის შშმ პირი ურანის რეალიზების ბრალდებით დააკავეს - დაკავებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

01.05.23 20:33
52 წლის შშმ პირი ურანის რეალიზების ბრალდებით დააკავეს - დაკავებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ურანის რეალიზების მცდელობისთვის დაკავებული ილია ბელქანია თბილისში გადმოიყვანეს. მის სახლში უკვე  ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ვერაფერი ნახეს. ამბობენ, რომ ბელქანია შშმ პირია და დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირს. ოჯახს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია დაკავების დეტალებზეც. 52 წლის მამაკაცს ხელბორკილები  ფოთში იმ დროს დაადეს, როდესაც რადიაქტიური ნივთიერების გაყიდვას 2 მილიონ დოლარად  ცდილობდა. 

როგორ მოხვდა 2 მილიონიანი ბირთვული მასალა ჩხოროწყუში მცხოვრები სოციალურად დაუცველის ხელში - ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ჯერჯერობით უცნობია ისიც,  ვინ და რისთვის  აპირებდა ბელქანიასგან რადიაქტიური ნივთიერების  შეძენას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ  დაკავების ადგილიდან ამოღებული მასალა ურანს შეიცავს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  დაკავებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები