ჯანდაცვის მინისტრმა პროტესტის მონაწილე დედებს დაშლისკენ მოუწოდა - პრემიერი ისევ დუმს

აქონდროპლაზიის იაგნოზის მქონე ბავშვების დედებს, რომლებიც კანცელარიასთან უკვე მე-14 ღამეს ათევენ, ჯანდაცვის მინისტრმა დღეს დაშლისკენ მოუწოდა. მშობლები კი პრემიერისგან ელოდნენ პასუხს, შემოიტანს თუ არა ხელისუფლება მათი შვილების სამკურნალო წამალს და როდის? წვიმაში ა სიცივეშ მდგომი დედები პრემიერს მათთან გასვლისკენ ქუჩიდან მოუწოდებდნენ.
"პროტესტი არ შეწყდება" - ეს იყო ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დედების პასუხი. მშობლები, რომლებიც ღია ცის ქვეშ ორი კვირაა დგანან, მთავრობისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ითხოვენ და არა დროის გაჭინურების მცდელობას. მათთვის დრო გადამწყვეტია, რადგან მძიმე დიაგნოზის ბავშვებს შორის არიან ისეთებიც, რომელთა მდგომარეობაც დღითიდღე უარესდება. მშობლები ამბობენ, რომ თუ მედიკამენტს დროულად არ მიიღებენ, შესაძლოა, უმძიმესი შედეგი დადგეს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.