მარაგდება თუ არა რუსეთი საქართველოან მიკროჩიპებით? - მთავრობა აშშ-გან მტკიცებულებებს ითხოვს
მარაგდება თუ არა რუსეთი საქართველოან მიკროჩიპებით? - ფინანსთა სამინიტრო სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მკაცრი რეაგირებით ემუქრება.
ვაშინგტონში გაკეთებული სკანდალური განცხადება შესაძლოა, ქვეყანას ძვირად დაუჯდეს. მათ შორის სანქციების ახალი პაკეტით. ჯიმ ობრაინის ინფორმაციით, დეფიციტური ელექტრონიკა ოკუპანტს სახელმწიფოში საქართველოს გავლით შედის.
ამის დასტურია საქსტატის ოფიციალური მონაცემებით. საქართველოდან ელეტროსაქონელის რეექსპორტი რუსეთში მკვეთრად გაზრდილია. რექმიკიდან ამოღებულ მიკროჩიპებს კი რუსეთი უკრაინასთან საბრძოლველად და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებისთის იყენებს, ამიტომ ამერიკის შემდეგ უკვე ევროკავშირის წარმომადგენლობა ითხოვს, რომ საქართველოს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. ელჩი პაველ ჰარჩინსკი ამბობს, რომ საქართველო მხოლოდ ნაწილობრივ ემორჩილება საერთაშორის შეზღუდვებს, ეს კი საკმარისი არ არის.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.