სასამართლო კლანის გადარჩენის სპეცოპერაცია - "ოცნებამ" საგამოძიებო კომისიის საკითხი დღის წესრიგიდან ჩახსნა

01.05.23 20:42
სასამართლო კლანის გადარჩენის სპეცოპერაცია - "ოცნებამ" საგამოძიებო კომისიის საკითხი დღის წესრიგიდან ჩახსნა

სასამართლო კლანის  გადარჩენის სპეცოპერაციამ კულმინაციას მიაღწია. "ქართულმა ოცნებამ" საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მიმდინარე კვირის  დღის წესრიგიდან   ამოიღო და ამით საბოლოოდ დაბლოკა. მძიმე დანაშაულებებში მხილებული მოსამართლეების დაცვისთვის "ოცნებამ" რეგლამენტიც დაარღვია, საქართველოს კონსტიტუციაც და ეს ყველაფერი ოფიციალურად დღეს გააფორმა.  

ფაქტის გადასაფარად "ოცნებამ" ახალ პოლიტიკურ ტრიუკს მიმართა. დღის წესრიგში ჩასვა ოპოზიციის კიდევ ერთი ინიციატივა, ქოლცენტრების საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. 

ამის მიუხედავად, ოპოზიციამ   მმართველი გუნდის გეგმა უკვე გაშიფრა. ხელსუფლების ოპონენტები ეჭვობენ, რომ  პროცესების ზუსტად  ისე განვითარდება, როგორც წინა შემთხვევაში: რეგლამენტის უხეში დარღვევით "ოცნება" ისევ  სხდომათა დარბაზში რეგისტრაციას არ გაივლის, ქვორუმი არ შედგება და ეს საკითხიც ჩაგდებისთვის წინასწარ არის განწირული.

ვრცლა ნახეთ ხატია სამხარაში რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები