ლაზარე გრიგორიადისი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

01.05.23 19:35
ლაზარე გრიგორიადისი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში რჩება. ავოკატი მომიტინგის გათვაისუფლებას 20 ათასიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა მისი შეუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ჩათვალა, რომ  რუსული კანონის მოწინააღმდეგე  ბიჭს გირაოს სანაცვლოდ ვერ გაათავისუფლებდა, რადგან ის გამოძიებას დაემალებოდა.

მიმალვა რომ მდომოდა, ერთი თვის განმავლობაში მივიმალებოდი, - უთხრა  დღეს  პროცესზე მოსამართლეს 21 წლის ბიჭმა. 

შეგახსენებთ, რომ ლააზრე გროგირადისი პოლიციამ 29 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავა, გამოძიება მას სპეცრაზმის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. 

7-8 მარტის აქციების საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

 

 

 ფოტო: Netgazeti

მსგავსი სიახლეები