დეპუტატ დილარ ხაბულიანის ძმას საცხოვრებელ სახლთან ცეცხლი გაუხსნეს - პოლიცია დამნაშავეს ეძებს

ოპოზიციონერი დეპუტატის ძმას თავს დაესხნენ. პოლიცია ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს პირს, რომელმაც დილარ ხაბულიანის ძმას ცეცხლი მის საცხოვრებელ სახლთან გაუხსნა. დემურ ხაბულიანი სიკვილს შემთხვევით გადაურჩა. გავრცელებული ინფორმაციით, დამიზნებით ნასროლმა ტყვიამ თავთან გაიარა, თუმცა ჭრილობა მსუბუქი აღმოჩნდა.
ბიზნესმენი პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს. ჯერ უცნობია რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება. ასევე უცნობია თავდამსხმელის ვინაობა.
დემურ ხაბულიანი თბილისში კერძო საკუთრებების მფლობელია. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.