მიმდინარეობს ორივე მხარის გამოკითხვა - ქვემო ქართლის პოლიციის უფროსი

17.05.21 12:48
მიმდინარეობს ორივე მხარის გამოკითხვა - ქვემო ქართლის  პოლიციის უფროსი

ქვემო ქართლის პოლიციის უფროსის, ლაშა გოგნიაშვილის თქმით, პოლიციის განყოფილებაში დმანისის კონფლიქტში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს. პოლიციის უფროსს არ აქვს ინფორმაცია რამდენი დაკავებულია ამ დროისთვის. 

მიმდინარეობს გამოკითხვა ადამიანების, ამ ეტაპზე რამდენი ადამიანია დაკავებული ინფორმაცია არ გავქვს დამატებით კომენტარს გააკეთებს შსს. მიმდინარეობს გამოკითხვა მოქალაქეების როგორც ერთი მხარე ისე მეორე მხარე ადამიანების. მაქსიმალურად ვაკეთებდით ყველაფერს, რომ შეხლა-შემოხლა არ ყოფილიყო. ყველაფერი გავაკეთეთ რომ საზოგადოებრივი მშვიდობა შეგვენარჩუნებინა", - ამბობს გოგნიაშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები