"ჩემი შვილი წამებით მოკლეს, არავის შევარჩენ!" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა ბრძოლის ახალ ეტაპს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი საქმის გამომძიებლის, სერგო შუბითოძის სკანდალურ განცხადებებს "ტვ პირველის" ეთერში გამოეხმაურა და თქვა, რომ მას იმედი აქვს, რომ "გამოჩნდებიან სხვა ვაჟკაცებიც, რომლებიც სიმართლეს აღიარებენ".
"არავის არაფერს შევარჩენ! მთელი ცხოვრები ჩემი შვილის საქმის გამოძებას უნდა მივუძღვნა" - თქვა მან.
თამაზაშვილი ამბობს, რომ შუბითიძესთან პირადად შეხვედრა და გასაუბრება სურს:
"მინდა მას მადლობა გადავცე" - აღნიშნავს შვილმკვდარი დედა.
ჩემი შვილი წამებით მოკლეს, მე გაჩერებას არ ვაპირებ. რაც ეს ამბავი გავიგე არ მძინავს. ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ არაფერს არავის შევარჩენ!
მათვე თანამშრომლის მიერ დადებული ფაქტების შემდეგაც თუ არ მოხდება გამოძიების დაწყება, მივმართავთ რადიკალურ ზომებს - აქცია იქნება, შიმშილობა და სხვა. უკან არ დავიხევ"- აცხადებს შვლმკვდარი დედა.
რეზონანსული საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ამბობს, რომ მას 23 წლის პროგრამისტის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, გაყალბებული იყოს.