ოჯახში ძალადობის 1031 შემთხვევა – სამი თვის სტატისტიკა
ოჯახში ძალადობის სტატისტიკა 8,87 პროცენტით გაიზარდა - ოფიციალურ ინფორმაციას გომელაურის უწყება ავრცელებს. მონაცემებით ირკვევა, რომ მხოლოდ ბოლო სამ თვეში ამ მუხლით უწყებაში 1031 დანაშაულია რეგისტრირებული, მათგან 851 (82 პროცენტზე მეტი) გახსნილია.
გასულ, 2022 წელს, საქართველოში ოჯახში ძალადობის 4106 შემთხვევა დადასტურდა. გასულ წელს ოჯახში ძალადობის ფაქტზე 8748 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.