მოპარული პასპორტებით ისრაელში ჩასვლას ცდილობდნენ - ნიდერლანდებში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს
ნიდერლანდებში დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებიც ისრაელში ჩასვლას მოპარული პასპორტების მონაცემებით ცდილობდნენ. შემთხვევა გასულ ოთხშაბათს მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, გამოყენებული პასპორტებიდან ორის რეალური მფლობელი ცოცხალი აღარაა.
გამოცემა წერს, რომ ოთხივე ქართველს ისრაელში შესვლაზე უარი ეთქვა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.