თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი დღეს პროკურატურაშია დაბარებული

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი დღეს პროკურატურაშია დაბარებული. სერგო შუბითიძისთვის, ისევე როგორც გარდაცვლილის ოჯახისთვის პროგრამისტის თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებელია. ის ფიქრობს, რომ საქმე გაყალბდა.
შუბითიძე საგამოძიებო უწყებაში 14:00 საათზე უნდა მივიდეს.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი რამდენიმე დღეში იპოვეს.