თავდასხმა დეპუტატის ძმაზე - შეიარაღებული დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ

რატომ ესროლეს ოპოზიციონერი დეპუტატის ძმას თბილისის ცენტრში? -შეიარაღებული თავდამსხმელის კვალზე პოლიცია ვერ გადის. დემურ ხაბულიანს ცეცხლი შატბერაშვილის ქუჩაზე საკუთარ სახლთან გაუხსნეს. მას ტყვია მილიმეტრებით ასცდა. ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმის მოტივი დეპუტატის ოჯახის ბიზნეს საქმიანობა გახდა, თუმცა ოფიციალურ მოტივზე ოჯახი არ საუბრობს.
დაზარალებული პოლიციამ უკვე გამოკითხა, თუმცა ამოიცნო თუ არა თავდამსხმელები უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.