სასტიკი მკვლელობა დიდუბეში - დაკავებულია კიდევ ერთი პირი

02.05.23 11:00
სასტიკი მკვლელობა დიდუბეში - დაკავებულია კიდევ ერთი პირი

34 წლის ბაჩა ეგრისელაშვილსი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული - 55 წლამდე კაცს გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

გერისელაშვილი თბილისის ცენტრში 22 აპრილს მოკლეს - მკვლელობის ბრალდებით კი დიმიტრი თარხან-მოურავი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ, ამავე ბრალდებით, მიმდინარე წლის 23 აპრილს დაკავებულია 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ზ., ხოლო 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ.თ.-მ მიმდინარე წლის 22 აპრილს, თბილისში, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ზ.ე.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ ნ.ზ. და ზ.ბ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ დიდუბეში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში წინა კვირას გავიდა. 

 საგამოძიებო რეპორტაჟიდან დგინდებოდა, რომ პოლიციამ პრორუსი, ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის მანქანაში აღმოაჩინა 45 წლის დიმიტრი თარხან-მოურავი, რომელსაც 34 წლის ბაჩი ეგრესელაშვილის განზრახ მკვლელობისთვის მთელს საქართველოში ეძებდა.

ფალავანდიშვილმა პოლიციას უთხრა, რომ ძებნილი  მამათა მონასტრიდან წინამძღვარის ბასილ ანთაძის თხოვნით წამოიყვანა.

მსგავსი სიახლეები