აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები დღეს ჯანდაცვის წარმომადგენელს შეხვდებიან

02.05.23 12:07
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები დღეს ჯანდაცვის წარმომადგენელს შეხვდებიან

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები დღეს ჯანდაცვის წარმომადგენელს შეხვდებიან.

დედები ამბობენ, რომ ამ შეხვედრებს აზრი არ ექნება, თუ კონკრეტული შედეგი არ დადგა და მათი შვილებისთვის მედიკამენტი არ შეიძინა სახელმწიფომ.

"დღეს სამ საათზე, მშობლები ვხდებით ჯანდაცვის წარმომადგენელს. ჩვენი მოთხოვნა იქნება ისევ და ისევ ერთადერთი, რომ შეიქმანს სამართლებრივი აქტი და რომ ამ დიალოგებს ჰქონდეს აზრი და შედეგი. ის, რომ ჩვენ 16 თვე დავდიოდით ყველანაირ მოლაპარაკებაზე და შეხვედრაზე, სამწუხაროდ, არ დაიდო სწორი შედეგი. ჩვენი შვილების მკურნალობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა. კიდევ, დათმობაზე მივდივართ მშობლები, დამიჯერეთ, ეს 4 თვე შეიძლება თქვენთვის 4 თვეა, მაგრამ ჩვენი შვილებისთვის უდრის 3 წელს, რადგან მათი ზრდის წონები დაიხურებ და მედიკამენტს უნდა ჰქონდეს ეფექტი. ეფექტი არის უს, რომ ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს". - ამბობს მშობელი. 

შვილების გადასარჩენად უწყვეტი პროტესტი გრძელდება. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მეთექვსმეტე დღეა პრემიერის სამსახურთან დგანან, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი მათ არ ხვდება. ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანა ქვეყანაში შესაძლოა მოხდეს, თუმცა როდის, ჯანდაცვს სამინისტრო კონკრეტულ დროს არ ასახელებს. დედების მოთხოვნა კი ასეთია - ისინი საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტულ თარიღს და ოფიციალურ დოკუმენტს თხოვენ.