საქართველოში უცხოელი გიდების 99% რუსეთის მოქალაქეა - საგანგაშო სტატისტიკა
რუსი გიდების სტატიტიკა საგანგაშოა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში უცხოელი გიდების 99% რუსეთის მოქალაქეა. მათი მუშაობის და დასაქმების საკითხი უკონტროლოა. უცნობიარას უყვებიან ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები საქართვლოს შესახებ ჩამოსულ სტუმრებს.
ტურიზმის სექტორში დასაქმებულები რეაგირებას სახელმწიფოს თხოვენ. ისინი რუსეთის მოქლაქეებისთვის სამუშაო ნებართვას და რეგულაციების დაწესებას ითხოვენ.
განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, როდესაც ჩვენთან ზალიან ბევრი მიგრანტი შემოვიდა, რადგან ტურიზმს, ჩვენ არ გვაქვს არავითარი შეზღუვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე, აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრმა მათგანმა დაიწყო ტურიზმში საქმიანობა. დასაქმებულების რაოდენობა არ არის ცოტა, დაახლოებით 20-25% ბაზრის უჭირავთ მათ, განსაკუთრებით რუსულენოვანი ბაზრის. მარტივი სქემაა. უმეტესი მათგანი არ იხდის გადასახადს. მაგალითად, ჩვენ ვიხდით უმეტესობა გადასახადს ქართელები, მაგრამ ისინი არ იხდიან. მეორე, ვინ რას უყვება, ეს ცალკე თემაა ამ სფეროში. როცა ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, ეს არის საგანგაშო და სასწრაფოდ არის ზომები მსიაღები. ჩვენ არავითარი ბერკეტი არ გაგვაჩნია, სამწუხაროდ. ჩვენ ქუჩაში ვერავის მივუვარდებით და ვერ ავუკრძალავთ საუბარს. ეს იქნება ჩვენი მხრიდანაც უკანონო ქმედება. ჩვენ არავითარი ბერჯკეტი არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რომ უბრალოდ, ზეწოლა განვახორციელოთ, რომ მათთვის იყოს შესაბამისი ზომები, - ამბობს ტურიზმის სპეფროს წარმომადგენელი.
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი აღნიშნულ საკითხში პრობლემას ვერ ხედავს. კახა კალაძე ამბობს, რომ თემას არ იცნობს, თუმცა სახელმწიფო არ წყვეტს ვინ და სად უნდა დასაქმდეს.
თემას არ ვიცნობ. იცით, რომ თავისუფალია ბიზნესსექტორის მიმართულებები და სახელმწიფო არ წყვეტს ვინ სად უნდა დასაქმდეს, - ამბობს კალაძე.