თბილისში რუსულნომრიან ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს - დაჭრილია ერთი პირი

02.05.23 15:19
თბილისში რუსულნომრიან ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს - დაჭრილია ერთი პირი

ამ წუთებში, პოლიციაა მობილიზებული ჩიტაიას ქუჩაზე, სადაც ავტომობილს ესროლეს - დაჭრილია ერთი პირი.

მანქანას, რომელსაც ტყვია მოხვდა, რუსული სანომრე ნიშნები აქვს. "პირველების" ინფორმაციით, მომხდარი შურისძიებას უკავშირდება.

მანქანა მოსკოვშია რეგისტრირებული, თუმცა ავტომობილით საქართველოს მოქალაქე სარგებლობდა.

ჩიტაიას და ფიროსმანის ქუჩების კვეთაზე საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დაჭრილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. 

მსგავსი სიახლეები