ჯეირან მარღანიას მკვლელობა გაგრაში - ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია 26 წლის დევიდ ახიბა

02.05.23 15:51
ჯეირან მარღანიას მკვლელობა გაგრაში - ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია 26 წლის დევიდ ახიბა

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, 33 წლის ჯეირან მარღანიას მკვლელობის ფაქტზე 26 წლის დევიდ ახიბა დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის ე.წ გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

დე ფაქტო "პროკურატურა" აღნიშნავს, რომ ბრალდებული 30 აპრილს დააკავეს. 

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში გატაცებული 33 წლის ჯეირან მარღანია გაგრის ტყეში მოკლული იპოვეს. აფხაზურმა პოლიციამ ცხედრის იდენტიფიცირება ჯიბეში ნაპოვნი საბუთებით შეძლო. 

ტაქსის მძღოლი გალიდან გაგრაში  სამუშაოდ იყო წასული. კაცს ცეცხლსასროლი იარაღით ცხრა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

 

მსგავსი სიახლეები