თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეზე ხელახალ გამოძიებას მკვლელობის მუხლით ითხოვს

02.05.23 15:57
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეზე ხელახალ გამოძიებას მკვლელობის მუხლით ითხოვს

2020 წელს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეზე ხელახალ გამოძიებას მკვლელობის მუხლით ითხოვს.

თეონა თამაზაშვილის თქმით, ისინი გაჩერებას არ აპირებენ: 

„ჩემი პოზიციაა, რომ კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს ჩემი შვილის საქმეს და დაიწყონ თავიდან გამოძიება მკვლელობის მუხლით. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება მათივე უწყების თანამშრომლისგან, რომელმაც უკეთესად იცის რაც ხდება ზოგადად, ამ სისტემაში. უტყუარი ფაქტები მოიყვანა და ამიტომ აუცილებელია, რომ თავიდან დაბრუნდეს ძიებაში ეს საქმე,“ - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელი ამტკიცებს ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა და მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

მსგავსი სიახლეები