გვითხრეს, რომ წამალს შემოიტანენ, თუმცა სამინისტროს სიტყვებზე დაყრდნობით ვერ დავიშლებით - მშობლები აქციებს აგრძელებენ

02.05.23 17:43
გვითხრეს, რომ წამალს შემოიტანენ, თუმცა სამინისტროს სიტყვებზე დაყრდნობით ვერ დავიშლებით - მშობლები აქციებს აგრძელებენ

ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა დასრულებულია. დედები ამბობენ რომ მინისტრის მოადგილესთან პროცედურები დეტალურად გაიარეს, თუმცა სამინისტროს ნდობას მანამდე არ უცხადებენ, სანამ შედეგი არ დადგება. ამიტომაც, დედების პერმანენტული აქციები კანცელარიასთან ისევ გაგრძელდება. 

"აღარ ვდაობთ იმაზე, რომ მედიკამენტი უნდა შემოიტანონ და ამაზე მოლაპარაკებები დაწყებული აქვთ. ჩვენ სრული მზაობა განვუცხადეთ. სამუშაო ჯგუფში ვიქნებით ჩართულნი მშობლები. ბიომარინისგან დამაკმაყოფილებელი პასუხი როდესაც წამოვა, შემოვა მედიკამენტი. ამ წელს აუცილებლად იქნება მედიკამენტი მათი სიტყვებით. მის სიტყვებზე დაყრდნობით ვერ დავიშლებით. პროტესტი ფიზიკურად ვერ შეწყდება. იმიტომ, რომ უნდა გვქონდეს დოკუმენტურად ამის გარანტია". - ამბობენ მშობლები.

მსგავსი სიახლეები