ორი ჩაცხრილვა ბოლო ორ დღეში - შსს კრიმინალურ დაჯგუფებებს ეძებს
ორი ჩაცხრილვა ბოლო ორ დღეში - შს სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს კრიმინალური დაჯგუფების წევრებს, ვინც თბილისის ცენტრში 54 წლის დამირ კირცხალიას ცეცხლი ავტომატიდან გაუხსნეს. ფიროსმანის ქუჩაზე კრიმინალური დაჯგუფების წევრები დღის საათებში შავი ჯიპით მივიდნენ და უმისამართოდ სროლა იმ დროს დაიწყეს, როცა ტერიტორია ხალხით იყო სავსე. დამირ კირცხალია სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. მას თავდამსხმელებმა ოთხი ჭრილობა მიაყენეს, გაქცევის დრო კი ავტობუსს შეეჯახნენ, თუმცა მიმალვა მაინც შეძლეს.
მიმალვაშია ამ დრომდე დამნაშავეთა კიდევ ერთი დაჯგუფება. 24 საათიანი საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, შს სამინისტრო ამ დრომდე ვერ გადის იმ პირების კვალზე, ვინც გუშინ ვაკეში ოპოზიციონერი დეპუტატის ძმა ჯერ სცემეს, შემდეგ კი ცეცლხსასროლი იარაღიდან დამიზნებით რამდენიმე ტყვია ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დილარ ხაბულიანის ძმაზე თავდასხმა ოჯახის ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება. ანგარისწორების მსხვერპლმა გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა, თუმცა მედიასთან მომხდარის შესახებ არ საუბრობს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.