შურისძიება კრიტიკული დასკვნის გამო - მინისტრი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორის დანიშვნას ხელს არ აწერს

თეა წულუკიანს დისკრიმინაციის გამო უჩივიან. გელათზე კრიტიკული დასკვნის მომზადება ჩუბინაშვილის ცენტრს მძიმე ფასი უჯდება. კულტურის მინისტრმა მეცნიერებზე ანგარიშსწორება გადაწყვიტა. უკვე რამდენიმე თვეა, ცენტრს ხელმძღვანელი არ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო საბჭომ დირექტორი ორჯერ აირჩია, თეა წულუკიანი შესაბამის ბრძანებას ხელს არ აწერს. მინისტრი ითხოვს, რომ კანდიდატურა მასთან იყოს შეთანხმებული, ეს კი ცენტრის თანამშრომლებისთვის საბჭოს უფლებამოსილებაში ჩარევას ნიშნავს.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.