ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის თასი - ქუთაისში "კოკა-კოლას" ქარავანი გამოჩნდა

დღეს, გვირილობის დღესასწაულზე, ქუთაისში "კოკა-კოლას" ქარავანი გამოჩნდა, რომლითაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის თასი მოგზაურობს. ქუთაისი ერთ-ერთი ქალაქია, რომელიც ამ საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლებს. ისრაელი, ჩეხეთი, ინგლისი და გერმანია - ქუთაისელი გულშემატკივარი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ამ ნაკრებების მონაწილეობით მატჩებს იხილავს.
ვრცლად ნახეთ გიორგი დარჯანიას რეპორტაჟში.