ქალზე ძალადობაში ბრალდებული არჩილ მეფარიძე თავს უდანაშაულოდ ცნობს - მომღერალი პროცესზე დღეს გამოცხადდა
მომღერალი არჩილ მეფარიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ქალზე ძალადობაში ბრალდებული სასამართლო პროცესზე დღეს პირველად გამოცხადდა. 4 თვის განმავლობაში ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესებს არ ესწრებოდა.
მეფარიძეს პროკურატურა ერთი წლის წინ, ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება. მომღერლის დაცვის მხარემ დღესაც პროცესის გადადება მოითხოვა. ადვოკატმა ახალი ფაქტობრივი გარემოებების გამო სიტყვის მოსამზადებლად დრო ითხოვა.
სასამართლო განხილვა ხვალ გაგრძელდება.