"ოცნება" ანტილგბტ კანონის მისაღებად ემზადება - კოკა მორგოშია გამარჯვებას ზეიმობს

03.05.23 11:19
"ოცნება" ანტილგბტ კანონის მისაღებად ემზადება - კოკა მორგოშია გამარჯვებას ზეიმობს

"ალტ ინფოს" დამფუძნებელი კოკა მორგოშია "პირველებს" უდასტურებს, რომ პარლამენტი მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მისაღებად ემზადება. საუაბრია კანონზე, რომელიც "ლგბტ" პროპაგანდას კრძალავს. მორგოშიას თქმით, 5 ივლისი მათი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისია.

ჩვენ კანონპროექტი ჩავაბარეთ დაახლოებით 6-7 თვის წინ. განხილვები წესით მალე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, კიდევ სხვა კანონპროექტი მსგავსი შინაარსის შევა უახლოეს პერიოდში და ამ კანონზე დაიწყება განხილვა პარლამენტში. კონკრეტულად ჩვენს ჩაბარებულ კანონპროექტს მიიღებენ თუ ვინმე სხვა პოლიტიკური ძალა შეიტანს, შედეგი იგივე დადგება, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ, როგორც წლებია ვიძახით, არის 5 ივლისის შედეგი. „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენ კი არ დაგვიჯერა, ქართველ ხალხს დაუჯერა. 5 ივლისის შემდეგ, ზოგადად, ქვეყანაში შეიცვალა მდგომარეობა და ეს თქვენც კარგად იცით და ამიტომ აპელირებთ ამ დღეზე. 5 ივლისი არის ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში, რომელიც მალე გაფორმდება, - ამბობს მორგოშია. 

მსგავსი სიახლეები