ხელისუფლება ფიზიკური ანგარიშსწორებით და დაშინებით ცდილობს ჟურნალისტიკის მოგუდვას ქვეყანაში - ნოდარ მელაძე

03.05.23 13:29
ხელისუფლება ფიზიკური ანგარიშსწორებით და დაშინებით ცდილობს ჟურნალისტიკის მოგუდვას ქვეყანაში - ნოდარ მელაძე

"ტვ პირველის" საინფორმაციოს უფროსი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ მედია-გარემო საქართველოში მკვეთრად გაუარესებულია და ამაში დამნაშავე, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებაა.

ნოდარ მელაძის თქმით, მმართველი გუნდი თავისუფალი ჟურნალისტიკის მოგუდვას ფიზიკურ ანგარიშსწორებით და ჟურნალისტების დაშინებით ცდილობენ.

ჟურნალისტი იმედს გამოთქვამს, რომ მომავლა წელს მაინც იქნება ქვეყანაში ისეთი გარემო, სადაც ჟურნალისტები ოდნავ მაინც გაუმჯობესებულ მდგომარეობაზე ისაუბრებენ.

ამ წელს ქართველი ჟურნალისტები ვხვდებით კიდევ უფრო მეტი პრობლემებით, ვიდრე იყო შარშან, იმიტომ, რომ საქართელოს ხელისუფლება წლიდან წლამდე ცდილობს მოგუდოს თავისუფალი ჟურნალისტიკა ჩვენს ქვეყანაში. თუ მანამდე ვხედავდით საკანონმდებლო რეგულაციებით და ირიბი მოქმედებებით მედიის გაჩუმების მცდელობას, ახლა პირდაპირ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე არიან გადასულები და სისტემური ხასიათი მიიღო ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებმა, როდესაც ასე ცდილობენ ჟურნალისტების დაშინებას, ცელი, რომ გააჩუმონ ისინი და უარი ათქმევინონ ამ პროფესიაზე. სწორედ ამიტომაც არის, რომ ჩვენი ქვეყანა ასტრონომიული სისწრაფით იწევს ქვევით რეიტინგებში, რომელიც განსაზღვრავს მედიის თავისუფლების ინდექსს საქართველოში. მე იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში მომავალ წელს მაინც გვექნება იმის საშუალება, რომ ჟურნალისტებმა ვისაუბროთ ოდნავ მაინც გაუმჯობესებულ მდგომარეობაზე". - ამბობს ნოდარ მელაძე. 

საქართველოში ჟურნალისტების საქმიანობა ყოველდღიურად საშიში ხდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედია გარემო ჩვენს ქვეყნაში  მკვეთრად გაუარესდა. საგანგაშო კვლევას "საერთაშორისო საქართველო" აქვეყნებს.

ანგაირშში მოხვდა ყოველდღიური თავდასხმები ჟურნალისტებზე, რომელსაც საგამოძიებო უწყება ფორმალურად იძიებს, 5 ივლისის ძალადობის საქმეები, ჟურნალისტების ტოტალური მოსმენები და ნიკა გვარმაის პატიმრობა.

მსგავსი სიახლეები