მსვლელობა ავტოკოლონებით - სასულიერო პირები თბილისს აკურთხებენ

17.05.21 13:53
მსვლელობა ავტოკოლონებით -  სასულიერო პირები თბილისს აკურთხებენ

თბილისში ავტოკოლონებით სასულიერო პირები გადაადგილდებიან და თბილისის ქუჩებს აკურთხებენ. 

მსვლელობა პატრიარქის კურთხევით, ეკლესიის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სასულიერო პირები სამების საკათედრო ტაძართა შეიკრიბნენ და ქუჩების საკურთხებლად  5 მიმართულებით გადანაწილდნენ. 

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს მასშტაბური მსვლელობა მრევლის მონაწილეობით არ იმართება.