სახელმწიფო მედიის შეზღუდვისთვის ძალიან მკაცრ რეპრესიულ მექანიზმს იყენებს - ზვიად ქორიძე
მედია-ექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ხელისუფლება მედიის წინააღმედეგ მკაცრ რეპრესიებს იყენებს და მაგალითად მოჰყავს ნიკა გვარამიას პატიმრობა, ამბობს, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ზის ციხეში და ასევე საუბორბს 5 ივლისის მოვლენებზე, რომელსაც ლექსო ლაშქარავს სიცოცხლე შეეწირა.
ქორიძის თქმით, ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, რომ სათანადოდ გამოეძიებინა 5 ივლისის საქმე.
"სახელმწიფომ გამოიყენა ძალიან მკაცრი რეპრესიული მექანიზმი მედიის შეზღუდვისთვის და მან, საპატიმრო დაწესებულებაში მოათავსა მედიის მფლობელი და მენეჯერი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ყოველ შემთხვევაში ის არგუმენტაცია, რომლითაც ნიკა გვარამია დღეს არის საპატიმროში არანაირად არ არის კავშირში რაიმე ტიპის დანაშაულთან. მეორე საკითხი, ეს არის 5 ივლისის თემა. ფაქტია, რომ ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს. ვიცით ძალიან მძიმე შედეგებიც, რომელიც დადგა, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ხელისუფლებამ ერთის მხრივ, თავისი განცხადებებით წაახალისა ეს ჯგუფები, წააქეზა და მეორე, ფაქტია, რომ თითქმის ამ ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის, რომ მაღალკვალიფიციურად და სათანადოდ გამოეძიებინა ეს დანაშაულები."- ამბობს ზვიად ქორიძე.
საქართველოში ჟურნალისტების საქმიანობა ყოველდღიურად საშიში ხდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედია გარემო ჩვენს ქვეყნაში მკვეთრად გაუარესდა. საგანგაშო კვლევას "საერთაშორისო საქართველო" აქვეყნებს.
ანგაირშში მოხვდა ყოველდღიური თავდასხმები ჟურნალისტებზე, რომელსაც საგამოძიებო უწყება ფორმალურად იძიებს, 5 ივლისის ძალადობის საქმეები, ჟურნალისტების ტოტალური მოსმენები და ნიკა გვარმაის პატიმრობა.