რუსული პროვოკაცია - კრემლი ამტკიცებს, რომ უკრაინულ დაზვერვასთან დაკავშირებული 7 პირი აიყვანეს

03.05.23 14:50
რუსული პროვოკაცია - კრემლი ამტკიცებს, რომ უკრაინულ დაზვერვასთან დაკავშირებული 7 პირი აიყვანეს

კრემლი ამტკიცებს, რომ ყირიმში ე.წ. ტერაქტების მომზადების საქმეზე უკრაინული "აგენტურის" ჯგუფის წევრები დააკავეს. „ფბს“-ს ცნობით, დაკავებულებს შორის რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები, ვიქტორ პოდვალნი, ალექსანდრ ლიტყვინენკო, სერგეი კრივოშეინი, კონსტანტინე ევმენენკო, იგორ ზორინი და სერგეი ვოინაროვკსი არიან. 

ასევე დაკავებულია უკრაინის და ბულგარეთის მოქალაქე პეტრანოვი, რომელიც ელექტროგამათბობლებს რუსეთში აგზავნიდა. დაკავებულებს გამოყენებისთვის მომზადებული 5 ბომბი, ელექტროდეტონატები,  რადიომმართვის მექანიზმები და სათვალთვალო ტრეკერები აღმოუჩინეს. 

"ფსბ" დაკავებული ვიქტორ პოდვალნის "აღიარებით" ჩვენებას ასაჯაროებს, სადაც კაცი ყვება, რომ ის უკრაინელებმა გადაიბირეს, დაჯგუფების მიზანი კი იალტის მერის აფეთქება იყო. 

მე გავიცანი გენადი ივნისში, პოლონეთში, რომელმაც მე ერთ თეში გადამიბირა იალტაში. ის მეხმარებოდა საკითხების მოგვარებაში, რასაც ვთხოვდი. სიტყვიერად მომიყვა, რა და როგორ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი. მე ვიპოვე პენსიონრები, კაცი, რომელიც ცუდად ხედავს და მისი ცოლი. მათ მიიღეს ამანათი, რომელიც მიღების ადგილზე მე ჩავიბარე და მოვაწერე ხელი, რომ ამანათი მივიღე. კარგით, დაიტოვეთ ამანათი და დამალეთ, ჩვეულებრივი სანათურიანი ელექტროღუმელია, სრულად გამართულ, მუშა მდგომარეობაში. გამაფრთხილეს, მხოლოდ არ ჩართოო. კიდევ ორი ასეთი ღუმელი მივიღე. ამოცანა იყო შემდეგი, მეთვალ;თვალა ქალაქ იალტის მერისთვის, დამევალა თალთალი კონსტანტინოვზე, თვალთვალი აქსიონოვზე, მათ უნდოდათ მისი აფეთქება, იმიტომ, რომ შემომთავაზეს შემდეგი მომენტი: ‘შეგიძლია ღილაკს თითი დააჭირო? მათ ზუსტად ასევე უნდოდათ პავლენკოს განადგურება. ასევე, მომცეს დავალება გადმომებირებინა ხალხი, - ამბობს პოდვალნი. 

რუსეთის მტკიცებით, უკრაინელი სპეცსამსახურების დავალებით, დანაშაულებრივ ჯგუფებს ქვეყანში შეჰქონდათ ელექტროგამათბობლები, რომლებიც ბომბის კომპონენტებს შეიცავდნენ. ინფორმაციას რუსეთის "ფსბ" ავრცელებს.

უწყება ამტკიცებს, რომ გამათბობლები ბულგარეთიდან თურქეთის და საქართველოს გავლით შედიოდა და მიზნად ყირიმში ტერაქტს ისახავდა.

მსგავსი სიახლეები