რას ელოდებით, როდემდე უნდა იჯდეს პოლიტიკური პატიმარი ციხეში - აქცია ორბელიანების სასახლესთან
მოვლენების ეპიცენტრი ახლა ორბელიანის სასახლეა - ნიკა გვარმიას გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტები იმყოფებიან. ადგილზე მისული მედიის წარმომადგენლები პრეზიდენტს "ოცნების" პოლიტიკური მძევლის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართვენ.
ძალიან დიდი ხანია მოლოდინი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეიწყალებს, მაგრამ ამ მოლოდინს პრეზიდენტი გვიცრუებს.
როდესაც ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური პატიმრები და თვითონ პოზიციონირებს, როგორც პროევროპელი, მაშნ ჩვენ გვიჩნდება ასეთი პრეტენზია, რას ელოდება, გვაინტერესებს, როდემდე შეიძლება პოლიტიკური პატიმარი იჯდეს ციხეში?'". - ამბობს ნინო ზურიაშვილი.