უნდა დასრულდეს ნიკა გვარამიას სინდისის პატიმრობა - თამარ ბაღაშვილი
"ფორმულას" წამყვანი და ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს შეიწყალოს ნიკა გვარმია.
ჟურნალისტი ამბობს, რომ დღეს საქართველოში რა მდგომარეობაშია მედია, ამის ზუსტი სიმბოლო არის ნიკა გვარამიას პატიმრობა და დამოუკიდებელი მედია-მენეჯერის სინდისის პატიმრობა აუცილებლად უნდა დასრულედეს.
„პირველ რიგში, თქვენც და ყველას დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელს ვულოცავ დღევანდელ დღეს. დღეს პრესის თავისუფლების დღეა და ალბათ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში რა მდგომარეობაშია მედია, ამის ზუსტი სიმბოლო არის ნიკა გვარამია და მისი პატიმრობა, რომელიც არის სრულიად უსამართლო და ისჯება მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ადამიანი იყოს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების სიმბოლო. ზუსტად ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიკა გვარამია ძალიან მალე გათავისუფლდეს და დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად მისი სინდისის პატიმრობა და ამ გადაწყვეტილების უფლება არის დღეს სალომე ზურაბიშვილის ხელში და იმედია, რომ ამას ძალიან სწრაფად მიიღებს, ამა გადაწყვეტილებას". - ამბობს თამარ ბაღაშვილი.
ნიკა გვარმიას გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტები იმყოფებიან.