"ნიკა გვარამია ძალიან მალე უნდა დაუბრუნდეს საქმიანობას და ოჯახს" - შეხვედრა ჩეხეთის საელჩოში
ნიკა გვარმიას საქმე და და მისი უკანონო პატიმრობა საუბრის მთავარი თემა იყო დღეს ჩეხეთის საელჩოშიც. მედიამენეჯერები დიპლომატებს და ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ. შეხვედრაზე მედია მენეჯერებმა ნიკა გვარმიას წინააღმდეგ ხელისუფლების იერიშზე ისაუბრეს.
"ტვ პირველის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ნიკა გვარამია ძალიან მალე უნდა დაუბრუნდეს საქმიანობას და ოჯახს.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, გავცვალეთ აზრები, ბევრი ვილაპარაკეთ ნიკა გვარამიას ქეისზე, რა ბერკეტები არსებობს, რომ ის მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს და თავის საქმიანობას. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები მედიასა და საელჩოების მხრიდან არის ძალიან კარგი და ეს ჩვენ ძალიან გვაძლიერებს, როცა ვგრძნობთ მხარდაჭერას“ - ამბობს ვატო წერეთელი.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია კი ამბობს, რომ ხელისუფლებას ევროკავშირთან ნიკა გვარამიას პატიმრობით ვაჭრობით საშუალების საშუალება არ უნდა მიეცეს.
„მათ არ უნდა მისცენ ხელისუფლებას საშუალება ნიკას პატიმრობით ვაჭრობის. საკითხი არ უნდა დადგეს ასე, რომ თუ ნიკა ციხეშია, საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს. ნიკა, რომ ციხეშია ზუსტად ამის გამო, მეც თუ ციხეში ვიქნები, ვატოც ციხეში იქნება, ზუკაც ციხეში იქნება, ზუსტად ამის გამო ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვცენ კანდიდატობის სტატუსი, იმიტომ, რომ ეს დაუსრულებლად, ყველა ციხეში აღმოვჩნდებით საბოლოოდ. ხელისუფლებას არ უნდა ევროპაში, არა აქვს აზრი იმის თქმას, რომ თუ ნიკა ციხეში იქნება კანდიდატობის სტატუსს არ მოგვცემენ და მათ ეს უნდათ ზუსტად, რომ არ მოგვცენ“ - ამბობს გიორგი გაბუნია.