ყაჩაღობაში ბრალდებულ კონსტანტინე ცომაიას 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

03.05.23 16:24
ყაჩაღობაში ბრალდებულ კონსტანტინე ცომაიას 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ყაჩაღობაში ბრალდებულ კონსტანტინე ცომაიას 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ პატიმარმა რამდენიმე დღის წინ, წინა პროცესზე, თვითმკველობა სცადა. ახალაზრდა კაცმა საბადრაგო სამსახურის თანდასწრებით ყელი გამოიჭრა. 

ცნობილია, რომ პატიმარი პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას თვეების განმავლობაში აპროტესტებდა. კონსტატნტინე ცომაიას პრეტენზიები საგამოძიებო სამსახურთანაც ჰქონდა და ამტკიცებდა, რომ უკანონო პატიმარია. ამბობდა, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა მას იარაღი ჩაუდეს.