დღეიდან ტრასპორტი თბილისში 23:00 საათამდე იმუშავებს

17.05.21 14:10
დღეიდან ტრასპორტი თბილისში  23:00 საათამდე იმუშავებს

 დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი დედაქალაქში 23:00 საათამდე იმუშავებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათის ცვლილებიდან გამომდინარე, დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცლება.

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსები, თბილისის მეტრო და მიკროავტობუსები) მგზავრებს 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე მოემსახურება. რაც შეეხება საბაგირო გზებს, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.

კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადილების აუცილებლობას გულისხმობს. ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება"- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საკოორდინაციო საბჭომ დღეს  კომენდანტის საათის გადაწევის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვა 21:00  საათის ნაცვლად 23:00  საათზე ამოქმედდება.