იმედი მაქვს, პრეზიდენტს ევროპარლამენტში სათქმელი ექნება, რომ მან პოლიტპატიმარს თავისუფლება მისცა - ნოდარ მელაძე

03.05.23 17:10
იმედი მაქვს, პრეზიდენტს ევროპარლამენტში სათქმელი ექნება, რომ მან პოლიტპატიმარს თავისუფლება მისცა - ნოდარ მელაძე

ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტს ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ მიმართეს. ორბელიანის სასახლესთან აქციაზე იმყოფებოდა "ტვ პირველის" საინფორმაციოს უფროსი ნოდარ მელაძე.

ნოდარ მელაძე იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილს სათქმელი ექნება, რომ მან გადადგა ნაბიჯი და ერთ პოლიტპატიმარს თავისუფლება მისცა.

დღეს, მედიის თავისუფლების დღესაც ვდგავართ პრეზიდენტის სასახლესთან, რომ საქართველოს პრეზიდენტს ქართველი ჟურნალისტების ხმა გავაგონოთ. 31 მაისს პრეზიდენტი სიტყვით გამოდის ევროპარლამენტში და მე იმედი მაქვს, რომ ამ დღეს პრეზიდენტს ექნება სათქმელი, რომ მან გადადგა ნაბიჯი და საქართველოში ერთ პოლიტპატიმარს მისცა თავისუფლება. მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელ, ჩვენ ჟურნალისტების ხმას პრეზიდენტი გაიგებს". - ამბობს ნოდარ მელაძე.

მსგავსი სიახლეები